სასწავლო პროექტი _
„თავისუფლების ნამდვილი შვილი“
(ტადეუშ კოშჩიუშკო)
სკოლა „ალბიონი“. მე-112 კლასი.
ისტორიის წამყვანი მასწავლებელი მარიამ ილურიძე
2017-2018 სასწ. წელი
სასწავლო პროექტი _
„თავისუფლების ნამდვილი შვილი“
(ტადეუშ კოშჩიუშკო)
ისტორიის წამყვანი მასწავლებელი _ მარიამ
ილურიძე
კლასი
_ მე-112
მოსწავლეთა რაოდენობა _
12
პროექტის აქტუალურობა
მსოფლიო ისტორიამ შემოგვინახა ეროვნული გმირობის არაერთი
მაგალითი - თითოეული მათგანის ერთგული სამსახური და მამაცობა
განუსაზღვრელია არამარტო საკუთარი ხალხის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში.
გმირების ბიოგრაფიული მონაცემების შესწავლით ახალგაზრდა
თაობა ეცნობა, თუ როგორ ქმნიან ადამიანები ეპოქებს და როგორ ძერწავს ეპოქა ადამიანებს.
თემის შერჩევა
საქართველოს უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტთან ერთად დავგეგმეთ პროექტი „თავისუფლების ნამდვილი შვილი“, რომელიც მიეძღვნა
ტადეუშ კოშჩიუშკოს 1746-1817 წწ. (პოლონეთის,
ლიტვის, ბელორუსიისა და აშშ-ს ეროვნული გმირის) გარდაცვალებიდან მე-200 წლისთავს და
პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს.
მე-112 კლასის მოსწავლეებს გავაცანი პროექტის
პროგრამა. მათიინტერესი განსაკუთრებით გამოიწვია იმან, რომ უნდა გაეკეთებინათ პროექტის ფარგლებში ბუკლეტები
და პრეზენტაციები განეხორციელებინათ საქართველოს უნივერსიტეტში. ღონისძიებაში მონაწილეობას
მიიღებდნენ სტუდენტები და პოლონეთისა და ლიტვის ელჩები, რომლებიც პროფესიით ისტორიკოსები
არიან.
პროექტზე მუშაობის
ხანგრძლივობა - ერთი კვირა.
პროექტის მიზნები:
- ტადეუშ კოშჩიუშკოს ბიოგრაფიული მონაცემების მოძიება
და გაცნობა;
-„რეჩ-პოსპოლიტას“
- პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის გაცნობა;
-ტადეუშ კოშჩიუშკოს როლის შესწავლა ამერიკის კონტინენტურ
არმიაში ვაშინგტონის მხარეზე;
-ინფორმაციის მოძიება, მასალის შეგროვება და თემატიკის
მიხედვით დალაგება;
-ჯგუფური მუშაობის დროს აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება;
-აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის უნარის განვითარება.
ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნები
-ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად
გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
ესგ სტანდარტიდან
მისაღწევი შედეგები:
XI.3 მოსწავლეს შეუძლია სახელმწიფოს რაობისა და მნიშვნელობის
ანალიზი.
XI.4 მოსწავლეს შეუძლია მმართველობის ჩამოყალიბებისა
და დროში ცვალებადობის ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- მსჯელობს სახელმწიფოს მახასიათებლების შესახებ;
-ტიპოლოგიურად აჯგუფებს სხვადასხვა ეპოქის სახელმწიფოებს,
ადარებს მათ ერთმანეთს;
-მსჯელობს თუ რა იწვევს სახელმწიფო მმართველობით სტრუქტურაში
ცვლილებების აუცილებლობას.
-გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, თუ რატომ იყო მმართველობის
ესა თუ ის ფორმა დამახასიათებელი ამა თუ იმ ეპოქისათვის.
პროექტის მსვლელობა:
პირველი ეტაპი:6.11.2017 წ.
-მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით სამუშაო ჯგუფების
შექმნა;
-დავალებების განაწილება ჯგუფებში;
-გაკვეთილების შემდეგ შეხვედრების დანიშვნა.
პირველი ჯგუფი
- ტადეუშ კოშჩიუშკო პოლონეთ-ლიტვის გმირი
(მასალის შეგროვება, ბუკლეტის გაკეთება)
მეორე ჯგუფი - ტადეუშ კოშჩიუშკო აშშ-ს გმირი
მასალის შეგროვება,
ბუკლეტის გაკეთება)
მეორე ეტაპი: შუალედური შეხვედრები - 7.11.2017წ.; 8.11.2017წ.
- მუშაობის
დროს წამოჭრილ პრობლემების განხილვა. ჯგუფებისათვის მითითებებისა და რეკომენდაციების მიცემა.
მესამე ეტაპი: 9.11. 2017წ.; 10.11 2017 წ.
-რეკომენდაციების მიხედვით პროექტის დახვეწა, სრულყოფა.
-პრეზენტაციის მომზადება.
მეოთხე ეტაპი: 13.11. 2017წ.; 14.11.2017წ.
-პროექტის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში
(13.11.2017წ.)
-პროექტში მონაწილეთა თვითშეფასება და მასწავლებლის
მიერ პროექტის განმავითარებელი შეფასება სკოლაში (14.11.2017წ.)
პროექტისათვის
საჭირო რესურსები:
1. ინტერნეტრესურსები;
2. სპეციალური პროგრამა ბუკლეტების მოსამზადებლად.
დანართი მასალა:
ბუკლეტების ელექტრონული ვერსიები.
რეფლექსია
მე-112 კლასის
მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში „თავისუფლების ნამდვილი შვილი“ (ტადეუშ კოშჩიუშკო)
მიღწეულ იქნა დასახული მიზნები. მოსწავლეებმა შეისწავლეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული
ლიტერატურა და წყაროები, ორ ჯგუფად მუშაობის შედეგად მოამზადეს პრეზენტაციები.
პროექტის გეგმის
შესაბამისად ყველა აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებმა ინტერესითა და პასუხისმგებლობით
შეასრულეს დავალებები, ითანამშრომლეს ერთმანეთთან, მოიძიეს მასალა და შექმნეს ბუკლეტები,
იმუშავეს დროის ლიმიტის დაცვაზე.
პროექტში ყველაზე
წარმატებული იყო პრეზენტაცია, რომელიც მოსწავლეების მიერ წარიმართა ქართულ და ინგლისურ
ენებზე.
პროექტის მონაწილეებს
განსაკუთრებული სარგებლობა მოუტანა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრამ, აკადემიურად მომზადებული
ბუკლეტები პოლონეთის სეიმზე გაიგზავნა.
მოსწავლეებმა პროფესორებისა და ელჩებისაგან დადებითი შეფასებები
დაიმსახურეს.
პროექტის განხორციელების დროს მოსწავლეებმა შეძლეს ინგლისურ ენაზე დასკვნით ნაწილში
(წინასწარი მომზადების გარეშე) აღენიშვნათ ქართულ-პოლონური თანამშრომლობის შესახებ,
მადლობა გადაუხადეს პოლონეთის ელჩს მის აღმატებულებას მარიუშ მაშკიევიჩს გრიგოლ ფერაძის
ღვაწლის ესოდენ დაფასებისათვის.
მსგავსი პროექტების
განხორციელების დროს ვფიქრობთ, კარგი იქნება
თუ აუდიტორიის ნაწილს პარალელური კლასის მოსწავლეებიც წარმოადგენენ.
მარიამ ილურიძე
2017 წლის 15 ნოემბერი.
No comments:
Post a Comment